საკმარისი იცით თუ არა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც არასწორად შერჩეულმა ავეჯის გადამზიდმა შეიძლება გამოიწვიოს?

ერთი შეხედვით ნივთების და ტვირთების გადაზიდვა მარტივი პროცესია, მაგრამ პროცესში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება, რომლებსაც მომხმარებლები ყოველდღიურად აწყდებიან. ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი არასწორად არჩეული გადამზიდი კომანია თუ შემსრულებელი პირია. წაიკითხეთ ქვევით ჩამოთვლილი ძირითადი პრობლემები, გაითვალისწინეთ ისინი და გახადეთ თქვენი ნივთების გადაზიდვის პროცესი სასიამოვნო.

  • ყველაზე ხშირი პრობლემა რაც ამ ნიშაში გვხვდება არის არაპროფესიონალი მუშა-მტვირთავები თუ მძროლები, რომლებიც არასწორად შეფასებული სამუშაოს შემდეგ ვერ ახერხებენ დაკისრებული დავალების შესრულებას.
  • შემსრულებელი ვერ ართმევს თავს დაკისრებული დავალების შესრულებას და ხშირ შემთხვევაში დამკვეთს უწევს გადაზიდვის პროცესში ჩართვა.
  • არაორგანიზებული და დაუგეგმავი მუშაობა შემსრულებლების მიერ. ისინი ვერ ახერხებენ ვადებში ჩაჯდომას, ასევე ვერ ახერხებენ მობილიზება გაუკეთოთ მუშა-მტვირთავების გუნდს, რადგან არ ყავთ პირადი გუნდი.
  • მანქანები არ ყავთ გამართული და ხშირ შემთხვევაში გადაზიდვის პროცესი ფერხდება. რაც იწვევს კლიენტის დროის დაკარგვას.
  • ვერ ახერხებენ დაშლა-აწყობას, რადგან არ გააჩნიათ შესაბამისი აღჭურვილობა და გამოცდილება. დაშლის პროცესში ხშირად აზიანებენ ნივთებს, ასევე შესაძლოა დაშალონ მაგრამ ვეღარ შეძლონ მისი აწყობა.
  • აზიანებენ ნივთებს გადაზიდვის პროცესში და მასზე პასუხილმგებლები არ არიან. არ აქვთ შესაფუთი მასალა,რომელსაც მინიმუმამდე დაყავს დაზიანების რისკი, არ იციან როგორ დაალაგონ მანქანაში ნივთები სწორად, რაც ასევე მანქანის გადაადგილების დროს ნივთების დაზიანებას იწვევს.
  • კლიენტს არ შეუძლია გააკონტროლოს მანქანის ადგილმდებარეობა, შორი მანძილის შემთხვევაში შემსრულებელი ხშირად იღებს სხვა შეკვეთებს და უხვევს გზიდან მისი შესრულებისთვის.
  • არ შეუძლიათ ისეთი სპეციფიკური ნივთების გადატანა, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული ცოდნა და მიდგომა. გამოცდილებისა თუ აღჭურვილობის არ არსებობის გამო.
  • ხშირად ზრდიან თავიდან შეთანხმებულ ტარიფს გადაზიდვის პროცესში, ამ დროს კლიენტს სხვა გზა არ რჩება და უწევს თანხის დამატება.

ზემოთხსენებული პრობლემებიდან  გამომდინარე ავეჯისა თუ ტვირთის გადაზიდვის შემსრულებლის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყოველთვის დეტალურად აუხსენით თუ რა გაქვთ გადასაზიდი, საიდან სად და შეძლებენ თუ არა ისინი მათზე დაკისრებული დავალების შესრულებას. ყოველთვის შეუთახმდით ფასზე თავიდან, რომ შემდეგ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ.

P.S.

ჩვენი 20 წლიანი გამოცდილებით ყველა ზემოთხსენებული სიტუაცია გამოვლილი გვაქვს და ყოველდღიურად ვცდილობთ კლიენტზე მაქსიმალურად მორგებულები გავხდეთ.

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი მიიღეთ სხვადასხვა საჭრო ინფორმაცია ავეჯისა თუ ტვირთის გადაზიდვებზე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *